დღეიდან სამეფო ოჯახს ახალი წევრი, მეგან მარკლი ჰყავს. მისი და პრინც ჰარის ჯვრისწერა უინძორში, წმინდა გიორგის ტაძარში შედგა.

სამწუხაროდ ამ დღეს ჰარის დედა, პრინცესა დაიანა ვერ მოესწრო, ის 1997 წლის აგვისტოში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ქორწილამდე მიცემულ ყველა ინტერვიუში პრინცი ამბობდა, რომ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა თუ დედა ასეთ დროს მასთან იქნებოდა.

სწორედ ამიტომ, მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებით, ქორწილში, პრინც უილიამის გვერდით ერთი თავისუფალი ადგილი იყო, რომელიც სიმბოლურად სწორედ ხალხის გულების დედოფალს ეძღვნებოდა.