ჰავანაში კუბას ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ლაინერი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ჰავანადან გაიანას მიმართულებით მიფრინავდა და აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფას სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.