ბრიტანეთის მუზეუმის სტუმრებს ეგვიპტური კოლექციის ფარგლებში ფარაონთა ქანდაკებებთან ერთად მოჰამედ სალაჰის ბუცების ხილვაც შეეძლებათ.

ლივერპულის ფორვარდმა ეს იმით დაიმსახურა, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ოქროს ბუცი მოიგო.

ფოტო: Sky Sports

"ეგვიპტელი ფეხბურთელის მო სალაჰის მიღწევის აღსანიშნავად, ჩვენს მუზეუმში ძველეგვიპტურ ქანდაკებებთან ერთად მისი ბუცების ნახვაც შეგეძლებათ", - წერია ბრიტანეთის მუზეუმის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

"ეს ბუცები გვიყვება ისტორიას დიდ ბრიტანეთში მოქმედი თანამედროვე ეგვიპტელი გმირის შესახებ", - აღნიშნავს მუზეუმის კურატორი.