მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

47 წლის სპეციალისტმა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგა რეკორდული 100 ქულით მოიგო. ამის გარდა, "ქალაქელებმა" კიდევ არაერთი რეკორდი დაამყარეს, მათ შორისაა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობაც.

"ძალიან ბედნიერი ვარ. აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია".

"მთელი გუნდი ვეცდებით, რომ მომდევნო სეზონებში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. მწვრთნელისთვის მთავარია, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და მე სწორედ ასეთნაირად ვარ", - აღნიშნა გვარდიოლამ.