პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია
15-16 მაისს ბიას ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი – "საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა" გაიმართა.
ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვას და მეწარმეებისთვის ფინანსირების იაფი წყაროების გაცნობას.
"მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი საინვესტიციო ბიზნეს - ფორუმზე წელსაც პარტნიორის სახით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვიძიოთ ახალი პარტნიორები", - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.
ფორუმის ფარგლებში პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცათ მთავრობის და ბიზნესის პირველი პირებისგან გაცნობოდნენ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში და სოფლის მეურნეობაში. ადგილობრივ ბიზნესებს კი ჰქონდათ საშუალება მოესმინათ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების, კაპიტალის ბაზრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული და კერძო კაპიტალის ექსპერტებისთვის.
ფორუმი სიტყვით გახსნეს EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ბიას გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ. გამომსვლელებს შორის იყვნენ წარმომადგენლები სამთავრობო სექტორიდან: ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ასევე, საერთაშორისო კომპანიებიდან: S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA და სხვა.
საინვესტიციო ფორუმმა 500-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს, სამთავრობო პირებს, საელჩოების, სავაჭრო პალატების და ასოციაციების წარმომადგენლებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები