NBA-ის მიმდინარე სეზონის დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრაში გოლდენ-სტეიტი ჰიუსტონთან 22-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

"ჩვენი მეტოქის კარგ თამაშს ხაზი უნდა გავუსვათ. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს".

"ის მივიღეთ, რასაც ვიმსახურებდით. მთელი მატჩის განმავლობაში გვჯაბნიდნენ", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ოკლენდელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

საინტერესოა, რომ ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტს ოთხივე მეოთხედი მოუგო.