ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობა "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის", მთავრობას მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჰომოფობიური ბულინგისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების კოალიცია, მთავრობას მოუწოდებს, ყველა ბავშვისათვის შექმნას გარანტირებულად უსაფრთხო გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისა და ძალადობისგან, მოახდინოს ჰომოფობიური ბულინგის ეფექტური პრევენცია და აღმოფხვრა, მოზარდების სტიგმატიზება და გარიყვა თავიდან აიცილოს.

"საქართველოში არ არსებობს ბულინგის (მათ შორის ჰომოფობიური ბულინგის) დენტიფიცირებისა და დაძლევის ერთიანი მექანიზმი, რომელშიც პრევენციის მიდგომები ფართოდ იქნებოდა გამოყენებული. იდენტობისა და ორიენტაციის გამორკვევის პროცესში მყოფ მოზარდებს, სჭირდებათ განსაკუთრებული თანადგომა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

"კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის", როგორც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 ორგანიზაციის ქსელი, გმობს მოზარდის სტიგმატიზაციას გენდერული იდენტობის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობისა და მიკუთვნებულობის მიუხედავად.

"ყველა ბავშვს აქვს უფლება, იყოს დაცული და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები საქართველოს მთავრობის ყველა პასუხისმგებელ უწყებას მოუწოდებენ განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები, რათა:

  • გადაიხედოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ერთიანი რეფერალური მექანიზმი, ისევე როგორც კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რათა მოხდეს მოზარდების ეფექტური დაცვა ჰომოფობიური ბულინგისგან;
  • განვითარდეს ქართულენოვანი საინფორმაციო რესურსები და ონლაინ პლატფორმები, მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის, არსებული თანადგომის მექანიზმებისა და ონლაინ კონსულტაციის მიღებისთვის;
  • უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო სკოლაში მომუშავე პერსონალის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული გადამზადება ჰომოფობიური ბულინგის იდენტიფიკაციისა და ამ ტიპის ბულინგზე სწორი რეაგირების ფორმების შესახებ;
  • უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური მომსახურებების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების პერსონალის გადამზადება;
  • შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფსიქო-საკონსულტაციო სამსახურები, თემის და სკოლის დონეზე;
  • დაიწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხანგრძლივი კამპანია ჰომოფობიური ბულინიგს რისკებისა და გადაჭრის გზების შესახებ;

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ბავშვები
2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
3. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
4. გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
6. World Vision საქართველო
7. პარტნიორობა ბავშვებისათვის
8. პირველი ნაბიჯი საქართველო
9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
10. ასოციაცია ანიკა
11. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
12. თანადგომა
13. საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"
14. ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
15. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
16. საქართველოს კარიტასი
17. სტუდია ეიდისი
18. ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე
19. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
20. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
21. მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
22. ჩვენი სახლი საქართველო
23. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
24. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
25. საზოგადოება "ბილიკი"
26. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
27. კავშირი "იმედიპლიუსი"
28. ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
29. სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
31. კავშირი "ორიონი"
32. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის
33. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
34. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
35. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
36. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
37. "ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა"
38. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
39. ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
40. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
41. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი