ლგბტ აქტივისტების ნაწილი ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ აქცია დაგეგმეს.

აქციის ასეთი ფორმით ჩატარების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "თანასწორობის მოძრაობამ" გუშინ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია გააუქმა.

"თუკი პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით", - წერს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ფეისბუქზე ლგბტ აქტივისტების სახელით.

  • აქციაში ჩართვის მსურვებელი ზუსტად 19:00 საათზე უნდა დაჩექინდნენ პარლამენტის გვერდზე.
  • გრძნობად უნდა დაამატონ Unsafe და მიანიჭონ შესაბამისი ემოჯი.
  • ტექსტში შეუძლიათ მიუთითონ: 17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
  • ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, მაგალითად: "პარლამენტში რაც უნდა ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან!"; "პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ"; "იყო და არა იყო რა! - შსს-ს დაპირებები"; "შსს - დაჯექი! ორიანი!"; "ქართული მარში გაგხვევს შარში".
  • შესაძლებელია ჰეშტერების გამოყენება: #არდავთმოთ17მაისი #ReclaimingMay17