ევროპის ლიგის 2017-18 სეზონის ფინალში ატლეტიკომ მარსელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ანგარიში ანტონიო გრიზმანმა 21-ე წუთზე გახსნა. მეორე გოლიც მის ანგარიშზეა. შეხვედრას წერტილი კი გაბიმ დაუსვა.

მადრიდულმა კლუბმა ევროპის ლიგა მესამედ მოიგო და ამ შედეგით სევილიას გაუთანაბრდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. წლების განმავლობაში სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც აქაა და ყველანი აღვნიშნავთ".

"არც ვიცი როგორ შევაფასო ჩვენი გამოსვლა. ალბათ საუკეთესო სიტყვა "ცივსისხლიანი" იქნება", - განაცხადა მატჩის საუკეთესო მომათამაშე ანტონიო გრიზმანმა.

ატლეტიკოს მწვრთნელ დიეგო სიმეონეს თქმით კი ევროპის ლიგის მოგება უბრალო ტიტულზე მეტი იყო:

"ამ სეზონში ბევრი გამოწვევა გვქონდა. ვფიქრობ, ევროპა ლიგის მოგება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტიტული. ეს იყო გამარჯვება იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის ფასობს".

საინტერესოა, რომ 2013-14 სეზონიდან ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის 9 ფინალიდან 8 ესპანურმა კლუბებმა მოიგეს. ერთადერთი გამონაკლისი მანჩესტერ იუნაიტედია.