ჯუნიორ NBA-GBF ლიგის კენჭისყრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
დღეს, თბილისში „ჯუნიორ NBA-GBF” ლიგის კენჭისყრა გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში თავი მოიყარა ტურნირის მონაწილე 30 გუნდის 450-მა მოთამაშემ.
„ჯუნიორ NBA-GBF” ლიგა საქართველოში მესამედ ტარდება. იგი გახლავთ ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რომელშიც 1000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობს. ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად წლეულს 80-ამდე გუნდი იბრძოდა, თუმცა „ჯუნიორ NBA-GBF” ლიგაში მათგან მხოლოდ 30 მოხვდა. ეს სეზონი ასევე იქნება იმით გამორჩეული, რომ „ჯუნიორ NBA-GBF” ლიგაში ვერგასული გუნდები ამ ტურნირის B დივიზიონში იასპარეზებენ.
კენჭისყრის ცერემონიალს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა, კალათბურთის ფედერაციის სპონსორებმა, პარტნიორებმა, ჟურნალისტებმა და მსახიობებმა.
მოწვეულმა სტუმრებმა კენჭისყრის შედეგად „ჯუნიორ NBA-GBF” ლიგაში მონაწილე 30 გუნდს ნბა-ს კლუბების სახელები მიანიჭეს. სანამ კენჭისყრა დაიწყებოდა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და სპორტისა და კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი დოლაბერიძემ.
კენჭისყრამ საზეიმო ვითარებაში და ხალისიანად ჩაიარა. ტურნირის მონაწილე გუნდების წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან – თელავიდან, ლაგოდეხიდან, საგარეჯოდან, რუსთავიდან, სოხუმიდან, თბილისიდან, გორიდან, კასპიდან, ხაშურიდან, ქუთაისიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ფოთიდან, სენაკიდან – აღფრთოვანებით ხვდებოდნენ იმ გუნდების სახელების გაჟღერებას, რომლებიც მათ ხვდებოდათ. ტურნირის ყველა მონაწილეს ნბა-ს გუნდების სახელწოდებები მიენიჭათ და ისინი ამერიკის პროფესიული ლიგის მსგავსად, 6 დივიზიონში გადანაწილდნენ.
„ჯუნიორ NBA-GBF” ლიგის 6 დივიზიონი შემდეგ ქალაქებში გაიმართება – თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსგავსად, 6 დივიზიონი 2 კონფერენციად არის გაყოფილი. თითო კონფერენციიდან პლეი ოფში 8 საუკეთესო გავა, შესაბამისად, რეგულარული ჩმპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო 16 გუნდი ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის საწყისი რაუნდების შემდეგ გუნდები დედაქალაქში გადმოინაცვლებენ, სადაც ჩემპიონის გამოსავლენი გადამწყვეტი მატჩები – ოთხთა ფინალი გაიმართება.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები