თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. როგორც შსს-მ On.ge-ს უთხრა, ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების განმარტებით, ქვეითი მსუბუქად არის დაშავებული.

როგორც On.ge-ს ჟურნალისტს თვითმხილველებმა უთხრეს, ქვეითს მოპედი გზის გადაკვეთისას დაეჯახა.