რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გზავნის. პატრიარქ კირილესა და სინოდის გადაწყვეტილებით სასულიერო პირი რუსულენოვანი მრევლისთვის იქადაგებს და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ეკლესიის პოზიციას წარმოადგენს.

განცხადებაში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, წერია რომ გადაწყვეტილება შეთანხმებულია საქარველოს საპატრიარქოსთან.

On.ge ცდილობს გაარკვიოს საპატრიარქოში, რატომ გახდა აუცილებელი წარმომადგენლის გამოგზავნა, როცა რუსულენოვანი მრევლისთვის, რუსულ ენაზე წირვები საქართველოში აქამდეც ტარდებოდა, თუმცა საპატრიარქოში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.