პატროტთა ალიანსის წევრები მოსკოვში პოლიტიკური მოლაპარაკებების გასამართად მესამედ მიემგზავრებიან. მათი შეხვედრები გამართება ფედერალურ საბჭოში და რუსეთის დუმაში. გამგზავრებამდე ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, გეგმავს არჩილ ტატუნაშვილის მვლელობის საქმეზეც ესაუბროს რუს კოლეგებს, თუმცა აღიშნავს რომ ამ თემაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება:

"ის რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ, ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ რაღაცა ყალბი ინფორმაციაც ვრცლდება. ტატუნაშვილი რომ ნაწამებია, ამაში ყველა დარწმუნდა. ჩვენ ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე საჭირბოროტო, ყველაზე მძიმე, პრობლემურ საკითხებზე ვისაუბროთ და ბოლოსდაბოლოს შევაჩეროთ, დავამთავროთ თუ არა. ძალიან ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ მივდივართ და რასაკვირველია, ვაპირებთ საზარელ მკვლელობაზე საუბარს".

პატრიოტთა ალიანსის წევრები, დეპუტატების რანგში, მოსკოვში ვიზიტით ორჯერ ომყოფებოდნენ. პირველ შეხვედრაზე მათ რუს კოლეგებს რუსეთ-საქართველო-ნატოს "ტრიადის" შექმნა შესთავაზეს, ხოლო მეორეზე - საქართველოში საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა.