რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად Info Rustavi-მ გაავრცელა. შემთხვევა 15 მაისს მოხდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუმარტა, საპატრულო ეკიპაჟსა და სატვირთო მანქანას შორის იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. უწყების თქმით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და ორივე მანქანა მსუბუქად დაზიანდა.

მომხდარის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი დაჯარიმდა.