2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბიში რუმინეთის, ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებებმა დისკვალიფიკაცია მიიღეს, ამის გამო კი რუსეთი ტურნირში მონაწილეობის მიღებას შესძლებს.

რუმინეთის ნაკრების შედეგები ნატურალიზაციის წესების დარღვევისთვის გაანულეს.

საქმე ისაა, რომ ამჟამად რუმინეთის ნაკრების მორაგბე წარმოშობით ტონგელი სიონე ფაკაოსილეა ჯერ კიდევ 2013-14 წლების სეზონში ტონგის ნაკრების ღირსებას იცავდა. წესების თანახმად, რუმინეთის ნაკრებში თამაშის უფლების მოსაპოვებლად, მას მოქალაქეობა 2015 წლის "ევროპის გრან-პრიმდე" უნდა მიეღო და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეხვედრებშიც ეთამაშა, თუმცა ეს პროცედურები არ შესრულდა.

ამრიგად, ჯგუფის მეოთხეადგილოსანმა რუსეთის ნაკრებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირი საგზურიც მოიპოვა.

გადაწყვეტილების შინაარს არ იზიარებენ რუმინეთის რაგბის ფედერაციაში და მის გასაჩივრებას აპირებენ:

"რუმინეთის რაგბის ფედერაცია ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელშიც წესების უხეშად დამრღვევებს და მათ, ვინც წესებს იცავენ, ერთნაირად სჯიან".

"რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები ასეთნაირად არ უნდა შეირჩნენ", - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ესპანეთს, ბელგიასა და რუმინეთს გასაჩივრებისთვის 14-დღიანი ვადა აქვს.