შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, 13 მაისს პარლამენტთან მათ ბოდიში მოიხადეს იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა გადაცემა არჩევანში განაცხადა.

"ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი, აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შეექმნა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სპეცოპერაციას წინ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა და მათ ნარკორეალიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

როგორც მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა და პოლიციის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ლეგიტიმური იყო. მისივე განმარტებით, პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში.

გაიგეთ მეტი: