ოდესმე გიფიქრიათ როგორი იქნებოდა მსოფლიო რუკა მოსახლეობის მიხედვით რომ დაგეყოთ? ასეთი რუკის ნახვა ახლა უკვე შეგიძლიათ.

ინტერნეტ-ფორუმ Reddit-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, რომელიც დაყოფილია 10 ნაწილად, რომელთაგან თითოეულშიც მსოფლიო მოსახლეობის 10% ცხოვრობს.

თითოეულ სეგმენტში მსოფლიო მოსახლეობის 10% ცხოვრობს

ფოტო: jamesgeo.com

როგორც ხედავთ, ამერიკას საკმაოდ დიდი სეგმენტი უჭირავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამერიკა თავის სეგმენტს წყნარ ოკეანესთან იზიარებს. აღმოსავლეთით კი უფრო საინტერესო რამ ხდება.

ორი უმცირესი სეგმენტი ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებზე გადის, რომლებიც 1.4 მილიარდიანი მოსახლებით, მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს.

ინდოეთიც, 1.3 მილიარდი ადამიანით, საკმაოდ ვიწრო სეგმენტშია მოქცეული. დიდი ბრიტანეთი, დასავლეთ ევროპა და აფრიკა, და სამხრეთ ამერიკა იმდენად "ცარიელია" აზიის ქვეყნებთან შედარებით, რომ ისინი ერთ სეგმენტს თავისუფლად იყოფენ.

იმის მიუხედავად, რომ ავსტრალია თითქმის ჩინეთივით დიდია, თავის დიდ სეგმენტს წყნარ ოკეანესა და რუსეთის დიდ ნაწილთან ერთად იკავებს.

ეს საკმაოდ საინტერესო გზაა მსოფლიოში მოსახლეობის განაწილების დასანახად, რომელიც ცხადად გვიჩვენებს, მსოფლიოს რა ნაწილებია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული.