მაღალი წნევა ჩვენს ქვეყანაში უამრავ ადამიანს აწუხებს. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, თითქოს ასაკთან ერთად მას მხოლოდ წამლებით მკურნალობა შველის, მცდარია. საქმე ისაა, რომ ჯანსაღ კვებას, როგორც სხვა უამრავი საკითხის, მაღალი წნევის დარეგულირებაც შეუძლია.

თუ ხშირად გჭირდებათ წნევის აპარატის გამოყენება, მაშინ სჯობს, ქვემოთ ჩამოთვლილ საკვებს მოერიდოთ.

1. ლორი

ფოტო: Shutterstock

როგორც წესი, დამუშავებული ხორცი სოდიუმის ნამდვილი ბომბია. ხორცპროდუქტებს, იმისთვის, რომ მალე არ გაუვიდეთ ვადა, წარმოებისას უამრავ მარილს უშვრებიან. თუ ლორს სენდვიჩებისთვის ხმარობთ და მას პურს, საწებელს, ყველსა და სანელებლებს უმატებთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ წნევა აგიწევთ.

2. მჟავე კიტრი

ფოტო: Shutterstock

ვის არ უყვარს მომცრო, ხრაშუნა მჟავე კიტრი, რომელიც ოდნავ მოტკბოა და ძალიან არომატული? ვის და თქვენს ორგანიზმს. ხორცპროდუქტებისა არ იყოს, მჟავე კიტრიც მარილს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიპერტენზიული ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

3. ქათმის კანი

ფოტო: Shutterstock

მათ, ვისაც წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, თავი უნდა აარიდონ მავნე ცხიმებით გაჯერებულ საკვებს, როგორიცაა:

  • ქათმის კანი
  • კარაქი
  • წითელი ხორცი
  • ცხიმგამოუცლელი რძის პროდუქტები.

4. ქილაში შენახული პომიდვრის პროდუქტები

ფოტო: Shutterstock

როგორც წესი, პომიდორი და მისგან დამზადებული პროდუქტები ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის პრობლემატურია. ამაში იგულისხმება პომიდვრის წვენი, საწებლები, პასტას საწებელი და ასე შემდეგ. ასე რომ, შესაძლოა, სპაგეტი მარინარასთან დამშვიდობება მოგიწიოთ.

5. შაქარი

ფოტო: Shutterstock

თუ ოდესმე გიწუწუნიათ ვინმესთან მაღალი წნევის გამო, აუცილებლად მოისმენდით რჩევას მარილიანი საკვების შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა შაქარს ამ კონტექსტში იშვიათად თუ ახსენებენ ხოლმე. შაქარი და დამტკბარი სასმელები ხელს უწყობენ სიმსუქნეს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მაღალი წნევა.

ქალებისთვის შაქრის დღიური ნორმა მაქსიმუმ 6 ჩაის კოვზი ანუ 24 გრამია. კაცებისთვის კი - 9 ჩაის კოვზი, ანუ 36 გრამი. ამაში, რა თქმა უნდა, საკვებში დამალული შაქარიც იგულისხმება.