ბროდვეის სცენაზე კიდევ ერთი ლეგენდარული ფილმის ადაპტაცია დაიდგმება. ბილი უაილდერის კულტად ქცეულ კინოსურათს, მიუზიკლის სახით, მაყურებელი 2020 წელს იხილავს.

ფილმი ეკრანზე 1959 წელს გამოვიდა, მასში მთავარ როლებს მერილინ მონრო, ჯეკ ლემონი და ტონი კურტისი ასრულებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ მოირგებს მთავარი პერსონაჟების როლს, თუმცა როგორც დადგმის პროდიუსერები გვპირდებიან, წინ უნიკალური სანახაობა გველის.