ნეონაცისტური იდეების მატარებელი ადამიანების ჯგუფი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობასთანაა შეკრებილი კლუბ ბასიანისთვის სახელის გადარქმევასა და გალერის შენობის შეცვლას მოითხოვენ. ეს აზრი აქციაზე დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააჟღერა.

მისი თქმით, ბასიანი ისტორიული ტერმინია და "დიდი თამარის ბრძოლაა". კლუბისთვის ამ სახელის დარქმევა კი "ისტორიას ბღალავს". რაც შეეხება გალერის, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ კლუბი ეკლესიის შენობაშია.

ნეონაცისტების აქცია 18 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ისინი შეიკრიბნენ და აპროტესტებენ 12 და 13 მაისს პარლამენტთან ჩატარებულ აქციებს.