თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით სუბელიანის განცხადებით, მას არ აქვს განცდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ რაიმე ცვლილება განხორციელდება.

მისი თქმით, მინისტრი მათ ნარკოტიკების რეფორმაზე მაშინ დაელაპარაკება, როცა შეთანხმდებიან, რომ რეალიზაცია დასჯადი უნდა იყოს.

დავით სუბელიანის თქმით, ამაზე დიდი ხანია თანხმდებიან და ნარკოპოლიტიკის რეფორმაშიცაა გათვალისწინებული.

"ჩემი, დავით სუბელიანის სრული იმედგაცრუება იყო ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი გადაწვეტილება მივიღეთ. ამ ტალღას, რომელიც აღმოცენდა ჰქონდა და აქვს დიდი პოტენციალი. ის ტრანსფორმირდა, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ეს ტალღა დაბრუნდება", - განაცხადა დავით სუბელიანმა.

შს მინისტრთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება ორი ჯგუფი, აქედან ერთი პარასკევს ღამით სპეცოპერაციის სამართლებრივ ანალიზს განახორციელებს, ხოლო მეორე ჯგუფი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს.

"შსს-ს არ განუცხადებია, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებას აპირებს, თუმცა არის ასევე ის, რაც არ თქმულა, არ თქმულა იმის შესახებ, რა დაინახა სახელმწიფომ სამ დღეში. გარდა იმისა, რომ ეფექტურად მოახერხა ქუჩის საპროტესტო ტალღის სამინისტროში გადმოტანა. ჩვენ აქ არ უნდა ვყოფილიყავით. მან დაინახა, რომ ეს იყო ბომბი, სოციალური უთანასწოროა მაღალია და ნებისმიერ დროს შეიძლება ეს ტალღა აღმოცენდეს", - განაცხადა დავით სუბელიანმა.

შს მინისტრთან ნარკოპოლიტიკის რეფორმასა და პარასკევის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა ინფორმაცი გაცვალეს და სამომავლო შეხვედრის თარიღზე შეთანხმდნენ.

ამავე თემაზე: