შინაგან საქმეთა მინისტრთან თეთრი ხმაურის მოძრაობისა და არასამთავრობოების შეხვედრა დასრულდა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ომბუდსმენის აპარატს სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და დაკავების ვიდეოკადრებს გადასცემს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მან შესთავაზა აქციის ორგანიზატორებს ყველა საჩივარი, რომელიც პარასკევს მომხდარ სპეცოპერაციას უკავშირდება, სახალხო დამცველის აპარატში შეიტანონ.

"შს მინისტრი მზად არის თითოეული საქმე იყოს შესწავლილი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, დაისვა კითხვები სპეცოპერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაზეც შს მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლებრივად მათ ჰქონდათ ლეგიტიმური უფლება, სასამართლოს განჩინება. მათი თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ საღდებოდა ნარკოტიკი.

"მეუბნებიან, რომ ამოღებულია მასალა და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს.