13 მაისს, აქციების მიმდინარეობის პარალელურად, ბერამ საკუთარ Facebook გვერდზე ახალი სიმღერა გამოაქვეყნა. მას Legalize ჰქვია და მთლიანად ნარკოპოლიტიკას ეძღვნება.

სიმღერაში რეპერი მხარდაჭერას უცხადებს ყველას, ვინც ეწევა "შრეკის ფერს" და ამავე დროს "უყვარს და არ ასაღებს".

"წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის", - ვისმენთ ახალ სიმღერაში.