თითქმის, ორდღიანი დუმილის შემდეგ ცხრა საათზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის კანცელარიაში განცხადებას გააკეთებს განცხადებას.

პარლამენტთან აქცია "ჩვენი სიცოცხლისთვის" ორგანიზატორები 12 მაისის მოვლენების შემდეგ პრემიერ-მინისტრისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.

გუშინ კი ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

12 მაისს გვიან ღამით კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაციის პარალელურად დაპირისპირება იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 50-მდე პირი, ისინი გუშინ დილითვე გაათავისუფლეს.

სპეცოპერაციაზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ:

"არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე გთავაზობთ, ჩემო მეგობრებო, ჩემი დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზატორებს".

კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ სპეკულირებაა თითქოს 12 მაისის სპეცოპერაცია იქნება დარტყმა ღამის ეკონომიკაზე და კლუბურ მუსიკაზე.

გაიგეთ მეტი: