ნაციონალისტური ჯგუფები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტისკენ მიდიან, რათა აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" გააპროტესტონ.

კონტრაქციის წარმომადგენლები გვერდს უვლიან პოლიციას და ქუჩებში დარბიან, რათა გზა გაითავისუფლონ. მათივე თქმით, მათ პარლამენტის აქციის დარბევა სურთ.

ნაციონალისტური ჯგუფების მიერ კონტრაქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტთან ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება გააპროტესტეს.

საქარველოს პარლამენტთან მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

მოვლენების განვითარებას პირდაპირ ეთერში თვალი ადევნებთ On.ge-სფეისბუქგვერდზე