"ვცეკვავთ თავისუფლებისთვის მადრიდში", - ამ ლოზუნგით დღეს, 18:30-ზე ესპანეთში მცხოვრებმა ქართველებმა დაგეგმეს სოლიდარობის აქცია. ისინი თანადგომას უცხადებენ ახალგაზრებს, რომლებიც აქციაზე - "ჩვენი თავისუფლებისთვის" აპროტესტებენ თბილისის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრასა და მათ ძალადობრივად დარბევას.

"ჩვენ ვიკრიბებით მადრიდში და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვიან. შემოგვიერთდით თუ ეწინააღმდეგებით ძალადობას და თავისუფლების ამ ხერხებით შეზღუდვას. შეკრებას არ ექნება დემონსტრაციული სახე, ეს იქნება მიმდინარე აქციისა და მონაწილეების მხარდაჭერა", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

სოლიდარობის აქციები გაიმართა ნიუ-იორკში, ტალინში, პარიზსა და ბერლინში. 13 მაისს ბერლინში კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი.