12 მაისს, გვიან ღამით პარიზში ერთი პირი ქუჩაში გამვლელებს ცივი იარაღით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ოთხი ადამიანი.

როგორც ადგილობრივი გამომცემლობა წერს, თავდამსხმელი 1997 წელს დაბადებული წარმომავლობით ჩეჩენი იყო. ის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ადგილზევე მოკლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.