თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ბექა წიქარიშვილის თქმით, პარლამენტის შენობასთან აქცია დაიშლება. მისი თქმით, პროტესტი დღესვე, 13 აპრილს, 15 საათზე განახლდება.

წიქარიშვილმა On.ge-ს განუცხადა, რომ 15 საათამდე აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

აქციის დაშლამდე ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარვების აღება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ დრო ითხოვეს. თუმცა პოლიციამ თავად დაიწყო კარვების აშლა.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს ღამეს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დაპირისპირებებისა და მოქალაქეების დაკავების ფონზე მიმდინარეობდა.