თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების აღებას აიძულებს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ კარვები დაუმტვრიეს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ამ ეტაპზე აქციის რამდენიმე მონაწილეღაა დარჩენილი. 10-მდე გაშლილი კარვიდან კი - მხოლოდ ერთი.

On.ge ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

ადევნეთ თვალი On.ge-ს პირდაპირ ეთერს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს ღამეს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დაპირისპირებებისა და მოქალაქეების დაკავების ფონზე მიმდინარეობდა.