"ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში, რათა გაეპროტესტებინათ შეიარაღებული პოლიციელების რეიდი, რომელიც ორ ღამის კლუბზე განხორციელდა", - თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია ჩვენი მშვიდობისთვის BBC-ის ეთერში მოხვდა. მსოფლიოს ამბებში, ბასიანის და გალერის სპეცოპერაციაზე და პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრეს.

თბილისში მიმდინარე მოვლენები არაერთმა უცხოურმა მედიამ გააშუქა. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში სოლიდარობის აქციები იმართება.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს ღამეს კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოფიციალური განცხადებით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დაპირისპირებებისა და მოქალაქეების დაკავების ფონზე მიმდინარეობდა.