ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელი გახდა. მომღერალმა 529 ქულა მიიღო.

მაყურებლისა და ჟიურის ფავორიტ ხუთეულში იტალია, გერმანია, ავსტრია და კვიპროსიც მოხვდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის წესების მიხედვით მომავალ წელს ევროვიზია ისრაელში გაიმართება.

გასულ წელს ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალიელი სალვადორ სობრალი გახდა.