კომპანია ჯეოსელმა პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა.

როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან თავშეყრის ადგილებში ინტერნეტის სიხშირე ეცემა და მსგავსი ტექნიკით აძლიერებენ.

ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. იქ შეკრებილებმა კარვების გაშლაც დაიწყეს და ტექნომუსიკის ფონზე ცეკვას აგრძელებენ.

"ვიცეკვოთ ერთად ჩვენი თავისუფლებისთვის" - ეს არის პასუხი 12 მაისს გვიან ღამით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც შსს-მ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაციის დროს ნარკორეალიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

სპეცოპერაციის პარალელურად ბაისიანის ტერიტორიაზე და შემდგომში უკვე პარლამენტის შენობასთან კი ადმინისტრაციული წესით 50-მდე პირი დააკავეს.

გაიგეთ მეტი: