კლუბი ხიდი დღევანდელ ღონისძიებას აუქმებს და ჯგუფ Octave One-თან ერთად საპროტესტო აქციას უერთდება.

"გუშინ განვითარებული სასტიკი მოვლენებიდან გამომდინარე, სოლიდარობის, ჩვენივე მოცეკვავეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების მიზნით ჩვენ ვაუქმებთ დღევანდელ ივენთს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

თბილისის აქციას მონაწილეები ქუთაისიდან, ბათუმიდან, სამეგრლოდან და გურიიდან შეუერთდებიან.

თბილისის პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია:

  • დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა;
  • გადადგეს შს მინისტრი;
  • დაისაჯოს 12 მაისის "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
  • "მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს".