განახლება: აქციას სამეგრელოდანაც უერთდებიან

თბილისის აქციას მონაწილეები ქუთაისიდან, ბათუმიდან და გურიიდან შეუერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ქეთა გაბუნიამ დაუდასტურა.

თბილისის პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნებია:

  • დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა;
  • გადადგეს შს მინისტრი;
  • დაისაჯოს 12 მაისის "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
  • "მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს".

გაიგეთ მეტი: