12 მაისს გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადმინისტრაციული წესით 50-მდე პირი დააკავეს. ყველა დაკავებული ამჟამად გათავისუფლებულია. დაკავებულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ამას გარდა, სისხლის სამართლის წესით ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

შსს განმარტავს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში. მათივე თქმით, ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა.

12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერი შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კლუბ ბასიანთან და პარლამენტის წინ.

ამავე თემაზე: