ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში ხუთი კლუბი: კაფე გალერი, როკიტ, მტკვარზე, ბასიანი და მად ერთი დღით დაილუქება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განჩინება პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

"მოთხოვნის თანახმად, სამართალდამცველებს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ჩხრეკის ჩატარების უფლება ეძლევათ", - წერს რუსთავი 2.

On.ge-მ სცადა საქართველოს პროკურატურაში ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ დილის 6 საათზე შეუძლებელი იყო.

წუხელ, გვიან ღამით თბილისის ორ კლუბში, გალერისა და ბასიანზე ნიღბიანი სპეცრაზმელები შევიდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან მათ ადგილი დაატოვებინეს და დაიწყო ჩხრეკა.