მედიასაშუალება ტაბულას მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ არტყმევინებს სამართალდამცავი კაფე გალერის მხარდაჭერ გოგოს ჯიხურზე თავს. ვიდეოს ტაბულა თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ვიდეოში აღნიშნული ფაქტი 2 წუთსა და 50 წამზე იწყება. აქციის სხვა მონაწილეები ადასტურებენ, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიულები არიან და მათ წინააღმდეგ ძალადობასაც არ ერიდებიან.

ამ წუთისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან და აქციის გამართვას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გვიან ღამით, კლუბ ბასიანისა და გალერის ტერიტორიაზე დაიწყო. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, თუმცა მათთან ერთად, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.