On.ge-ს ჟურნალისტი ბასიანის მიმდებარე ტერიტორიიდან იტყობინება, რომ სამართალდამცველები მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

On.ge-ს კორესპონდენტი ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა მოქალაქეებს სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

რამდენიმე საათის წინ ბასიანსა და გალერიში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.