კლუბ ბასიანის მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტთან აქციას აანონსებენ. On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რომ მოქალაქეები პარლამენტის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.

სოციალურ ქსელში ბასიანის მხარდამჭერები წერენ, რომ ისინი პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც სპეცოპერაციას და სპეცრაზმის მხრიდან გამოვლენილ ძალადობას გააპროტესტებენ.

აქციას კაფე გალერისთან შეკრებილი მოქალაქეებიც უერთდებიან. მათაც, ბასიანზე მყოფი ადამიანების მსგავსად, უკვე დაიწყეს მსვლელობა პარლამენტისკენ.

On.ge რჩება ადგილზე და უახლეს ინფორმაციას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გვიან ღამით, კლუბ ბასიანისა და გალერის ტერიტორიაზე დაიწყო. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, თუმცა მათთან ერთად, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.