დღეს, 12 მაისს, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და გალერიში შევიდა და რამდენიმე მოქალაქე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო. ბასიანისა და გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები პოლიციის ქმედებებს გმობენ და მათ ძალადობაში ადანაშაულებენ.

მოვლენებს აშუქებს როგორც ინგლისურენოვანი ქართული მედია DFWatch.net, ისე კავკასიის ღია მედია OC Media. სპეცოპერაციას უკვე ეხმაურებიან საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტები და ჟურნალისტები.

ბასიანში განვითარებულ მოვლენებს მუსიკალური პლატფორმებიც გამოეხმაურნენ. გამოცემა Only Techno წერს, რომ ბასიანში განვითარებული მოვლენები მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგია და ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

Resident Advisor აღნიშნავს, რომ ბასიანზე თავდასხმა სახელმწიფოს მხრიდან პასუხია ბოლო ორ კვირაში ნარკოტიკით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებაზე, რაშიც კლუბს ადანაშაულებენ:

"საქართვლოში ნარკოპოლიტიკის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა".

ტვიტერზე ჟურნალისტები და ტურისტები კლუბებში განვითარებულ მოვლენებზე წერენ.

"ეს იყო გამოცდილება, რომელიც იმედია არაღარასდროს განმეორდება. წავედი ბასიანში ტექნო ღამეზე და ქართველმა სპეცრაზმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაგვარბიეს. საცეკვაო მოედანზე ყველას კედელთან დადგომა მოუწა", - წერს ფოტოგრაფი ქეითი, რომელიც სპეცოპერაციის დროს კლუბში იყო.

ქეითი ბასიანში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი ტვიტით გამოეხმაურა:

"საცეკვაო მოედანზე ყოფნითა და ერთი მომენტის დატკობისას უცბად ყველაფერი განათდა და ხალხი შემორბის იარაღით და ყვირის. ისინი ოფიციალურად გამოიყურებიან, მაგრამ ყველა ისინი ლაპარაკობენ ენაზე, რომელიც არ გესმის და იმის მინიშნებაც კი არ გაქვთ, რა ჯანდაბა ხდება".

"გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პოლიციელებმა ნარკოტიკების მოსაძებნად სთბილისის სამ კლუბში რეიდი განახორციელეს, დაკავებულია 8 პირი", - წერს ჟურნალისტი სილვია სტოებერი.

"სოლიდარობის დროა"

გაიგეთ მეტი: