On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ კაფე გალერისა და კლუბ ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ამ დროისთვის უწყებაში სხვა განმარტებას არ იძლევიან.

ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. შენობა დაატოვებინეს მომსახურე პერსონალს და ადგილზე მყოფ ადამიანებს.

On.ge-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია პარალელურად რამდენიმე კლუბში მიმდინარეობს. დეტალებს ვარკვევთ და დამატებით ინფორმაციას განახლებად რეჟიმში მოგაწყვდით.

ამავე თემაზე: კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმი შევიდა