ღამის კლუბ ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ფეისბუქსზე ავრცელებს.

კლუბში სპეცრაზმის შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას სხვა ფეისბუქმომხმარებლებიც ავრცელებენ.

დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას On.ge შსს-სთან ცდილობს.

On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ჯერ ინფორმაციას თავადაც არ ფლობენ და მოგვაინებით, დეტალების გარკვევის შემდეგ დაგვიკავშირდებიან.