ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სამი მიზანი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი პარტიაში არსებული პრობლემების მოგვარებაა. თუმცა, მისივე თქმით, პარტიაში არ იყო იმ მასშტაბის პრობლემები, რომ ივანიშვილი მხოლოდ ამ მიზეზით დაბრუნებულიყო:

"მისი წონით და მისი ნდობით მან უკვე მოახერხა ყველა პრობლემის მოგვარება", - განაცხადა კობახიძემ ჟურანლისტებთან საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილმა, დღეს 11 მაისს გამართული პარტიის ყრილობისას განაცხადა, რომ მისი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლებაში არსებული ქვეყნის ინტერესების დამაზიანებებელი გარემოებებია.