ახალი კვლევის თანახმად, ის ადამიანები, ვისაც აკადემიური ხარისხი აქვს მოპოვებული უფრო ხშირად ვერ აბარებენ მართვის მოწმობის გამოცდას, ვიდრე ისინი, ვისაც ხარისხი არ გააჩნიათ.

სადაზღვევო კომპანიამ Privilege DriveXpert-მა დიდ ბრიტანეთში კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ის 1564 ადამიანი გამოკითხა, ვისაც მართვის მოწმობა აქვს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 59%-ს არ აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა მათ მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე აიღეს. მათ კი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, მეტი ცდა დასჭირდათ.

დიპლომიანებს შორისაც არის მნიშვნელოვანი განსხვავება. მათ ვისაც ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში აქვთ მიღებული, 1.9 ცდა სჭირდებათ მართვის მოწმობის მისაღებად, ხოლო ისინი, ვისაც ტექნიკურ მეცნიერებებში აქვს ხარისხი, საშუალოდ 2.3 ცდაში ახერხებენ მიზნის მიღწევას .

საინტერესოა ისიც, რომ ბაკალავრის ხარისხის მფლობელებს უფრო ნაკლები მცდელობა სჭირდებათ მართვის მოწმობის ასაღებად, ვიდრე მაგისტრებს. პირველივე ცდაზე ბაკალავრების მხოლოდ 48%, მაგისტრების შემთხვევაში კი 47% ახერხებს მართვის მოწმობის აღებას.