დიდუბეში, გვეტაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობისათვის დგება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.