რამდენიმე თვის წინ Rick and Morty-ის შემქმნელმა დენ ჰარმონმა გულები გაგვიხეთქა და თქვა, რომ პოპულარული ანიმაციური სერიალი, შესაძლოა, მეოთხე სეზონით აღარ დაბრუნებულიყო.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ მსოფლიოში ყველაზე შეშლილი და ამავდროულად გენიალური პერსონაჟები რიკი და მორტი ბრუნდებიან. 70 სერია უკვე დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს რომ წინ 70 საინტერესო და ძალიან, ძალიან სასაცილო თავგადასავალი გველოდება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაბრუნდება რიკი და მორტი მეოთხე სეზონით, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.