პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

"მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ, 9 მაისს ვაკის პარკში ვეტერანებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.

ამავე თემაზე: