ფოთში, მაღაზიაში ბავშვს ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება მისცეს. კურიერის ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ბავშვს მილების საწმენდი ნივთიერება "კროტი" მისცა. არასრულწლოვანმა ნივთიერება მიიღო და მოიწამლა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები და უკვე გამოკითხულია მაღაზიის გამყიდველი. მათივე თქმით, გამოიკითხება ბებიაც, რომელიც ბავშვს მაღაზიაში ახლდა.