შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - "მესტია ჭალა-1" და "მესტია ჭალა-2", მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა.

შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ერთი ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება.

მშენებარე ჰესების საკითხს საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გაიმართა აქციები ჰესების მშენებლობის არძალვის მოთხოვნით, რაჭაში, ლეჭხუმსა და სვანეთში.

გაიგე მეტი: