თბილისში, დიდ დიღომში, 25 წლამდე ასაკის ქალი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტოში მიაწოდეს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დგება.

შსს-ს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.